ცეცხლიანი ღამე ისრაელში – მოსახლეობა იერიშებს გათენებამდე ბუნკერში ემალებოდა

ისრაელის ქალაქ აშკელონი მთელი ღამის განმავლობაში სარაკეტო იერიშების ეპიცენტრი იყო.

ქალაქში უწყვეტად ისმოდა განგაშის სიგნალები, მოსახლეობამ ღამე სამალავებში გაატარა.

თვითმხილველების თქმით, იერიში ადგილობრივი დროით 00:00 საათიდან დაიწყო და ნამდვილ კოშმარს დაემსგავსა, რადგან, წინა ღამესთან შედარებით, სროლა, პრაქტიკულად, არცერთი წუთით არ შეჩერებულა.

“გასაქცევი არსად გვაქვს, ბინაშივე გვაქვს გამაგრებული ოთახი, დაძინება შეუძლებელია სირენების ხმის გამო. ბავშვებს ძალიან ეშინიათ”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ისრაელის თავდაცვის არმიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სირენები ისმის აშკელონსა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე სოფლებსა და ქალაქებში ყოველ 5-10 წუთში.

მანამდე, “ჰამასის” სამხედრო ფრთაში, “ალ-ქასამის ბრიგადაში” განაცხადეს, რომ აშკელონის მიმართულებით 100 რაკეტა გაუშვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები