ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 210 ადამიანს, კორონავირუსი დაუდასტურდა 28 პირს.
მათივე ცნობით, ხუთ კოვიდცენტრში მკურნალობს 104 ინფიცირებული პაციენტი. 29 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 946 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 224 და გამოჯანმრთელდა 13 879 ინფიცირებული პაციენტი.