არეულობის გამო, კინერეთის სანაპიროზე ყველა პლაჟი დაიხურა

ტიბერიას მუნიციპალიტეტში განაცხადეს, რომ, ბოლოდროინდელი მოვლენებისა და ქალაქში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარების ესკალაციის ფონზე, კინერეთის სანაპიროზე ყველა საქალაქო პლაჟი დახურეს.

ყველა მუნიციპალური პლაჟი, მათ შორის, “ღანიმის”პლაჟი, დაკეტილი იქნება შემდგომ შეტყობინებამდე.

გვიან ღამით ტიბერიაში მსუბუქად დაიჭრა ისრაელელი არაბი. მას ებრაული საპროტესტო აქციის მონაწილემ ქვა ესროლა.

დაშავდა ასევე პოლიციელი, რომელიც დაშავებულთან დახმარების აღმოსაჩენად მივიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები