ლევან გოფოძე: ბოლო დღეებში დასტაბილურდა სიტუაცია, მიღებული პაციენტების რაოდენობა აღარ არის ისეთი, რომ მძიმე დატვირთვა იყოს კლინიკისთვის
“ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დასტაბილურდა სიტუაცია, მიღებული პაციენტების რაოდენობა აღარ არის ისეთი, რომ მძიმე დატვირთვა იყოს კლინიკისთვის”, – ამის შესახებ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.
მისი თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში თავისუფალი ადგილებიც არის.
„საგანგაშო სიტუაცია არ არის. მაქსიმალურად თუ გავუფრთხილდებით ერთმანეთს, ვფიქრობ, არ უნდა დაგვჭირდეს რაღაც განსაკუთრებულად მძიმე ღონისძიებების გატარება. შემიძლია, გითხრათ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დასტაბილურდა სიტუაცია. მიღებული პაციენტების რაოდენობა აღარ არის ისეთი, რომ, ვთქვათ, რაღაც ძალიან მძიმე დატვირთვა იყოს კლინიკისთვის. ჩვენთან თავისუფალი ადგილებიც არის, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ, მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლა შესუსტდება“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.