ღაზას სექტორში სარაკეტო იერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 72-მდე გაიზარდა, მათ შორის 17 ბავშვია

ისრაელის მიერ ღაზას სექტორის მიმართულებით გაშვებულ რაკეტებს, სულ მცირე, 72 პალესტინელი ემსხვერპლა. ინფორმაციას Dunya Al Watan პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაღუპულთა შორის 17 ბავშვია.

ამასთან, ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ათობით დაღუპული ტერორისტია.

ისრაელის თავდაცვის არმიაში აცხადებენ, რომ ავიაციამ იერიში მიიტანა “ჰამასის” სამხედრო დაზვერვის შენობაზე. ასევე, ისრაელს ისეთ ინსტიტუტებზე მიაქვს იერიში, რომლებსაც “ჰამასი” პალესტინაზე გავლენის მოსახდენად იყენებს, მაგალითად, როგორებიც არის ხაზინა და ბანკები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები