შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ოპონენტები თუ იტყვიან, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ბრალდებებს თავს დაანებებენ, კომისიის საჭიროება არ იქნება

“ჩვენი ოპონენტები თუ იტყვიან, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ბრალდებებს თავს დაანებებენ, კომისიის საჭიროება არ იქნება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისია არის ის ადგილი, სადაც ყველა საკითხის გამოძიების შესაძლებლობაა.

„ეს კომისია არის ის ადგილი, სადაც ყველა საკითხის გამოძიების შესაძლებლობაა. დავიბაროთ კომისიის წევრები და ვკითხოთ, ვინმემ დააშინა, მოატყუა თუ რატომ მოაწერეს ოქმებს ხელი და მათი პარტიები რატომ ამბობდნენ, თითქოს, ოქმები გაყალბებული იყო. ჩვენი ოპონენტები თუ იტყვიან, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ბრალდებებს თავს დაანებებენ, კომისიის საჭიროება არ იქნება, მაგრამ ვინაიდან დღემდე იმავე სიყალბეს იმეორებენ, მნიშვნელოვანია ამ საკითხში გარკვევა და ობიექტური პასუხის მოძებნა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები