გაეროს უშიშროების საბჭომ ისრაელ-პალესტინის საკითხზე საგანგებო შეხვედრა გამართა, თუმცა საერთო განცხადებაზე ვერ შეთანხმდა – მედია
გაეროს უშიშროების საბჭომ მორიგი საგანგებო შეხვედრა გამართა, რომელზეც ისრაელ-პალესტინას შორის გამწვავებული ურთიერთობების შესახებ იმსჯელეს.
როგორც მედია დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, საბჭოს წევრები ერთობლივ განცხადებაზე ვერ შეთანხმდნენ აშშ-ის მხრიდან წინაარმდეგობის გამო.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, საბჭოს 15 წევრიდან 14 მხარს უჭერდა ერთობლივი დეკლარაციის მიღებას, რომლის მიზანი დაძაბულობის შემცირება იყო. დიპლომატების თქმით, გაერო-ს სპეციალური კოორდინატორი ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში ტორ ვენესლანდი შეხვედრისას აცხადებდა, რომ „ორშაბათის შემდეგ სიტუაცია უარესდება და სახეზეა ძალადობის სპირალის საფრთხე“. გაეროს უშიშროების საბჭოს პირველი სხდომა ორშაბათს გაიმართა. მაშინაც აშშ-მა ასევე არ დაუჭირა მხარი განცხადებას, სადაც ყველა მხარეს პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდნენ.