დავით ზალკალიანი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სომხეთის მოქმედ საგარეო საქმეთა მინისტრ არა აივაზიანს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები და გამოთქვეს სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი ეკონომიკის მიმართულებით ურთიერთობების მეტად დინამიურად განვითარების სურვილი. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთიბების, ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო პროექტების განვითარების მნიშვნელობას.
მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. ისაუბრეს უსაფრთხოების საკითხებსა და რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამკვიდრების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა ყველა არსებული პრობლემის დიალოგის და მოლაპარაკებების გზით მოგვარების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველო მზად არის, სამხრეთ კავკასიაში თავის პარტნიორებს შესთავაზოს თბილისი, როგორც დიალოგის პლატფორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები