ისრაელმა “ჰამასის” ავტომობილი ააფეთქა – დაღუპულია მოძრაობის ერთ-ერთი მეთაური და რამდენიმე მებრძოლი
ისრაელის თავდაცვის არმიის თვითმფრინავმა “ჰამასის” ავტომობილზე იერიში მიიტანა, რომლის შედეგად “შეიჯიას” ბატალიონის ერთ-ერთი მეთაური და რამდენიმე წევრი დაიღუპნენ.
ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის არმია ავრცელებს, რასაც ასევე “ჰამასის” სამხედრო ფრთაც ადასტურებს.
”სიამაყით, სიმტკიცითა და დაუმორჩილებლობით, იზ ად-დინ ალ-კასამის ბრიგადის წევრები ამაყობენ მეთაურ ბასემ ისას წამებით სიკვდილს”, – ნათქვამია “ჰამასის” შეიარაღებული დანაყოფის განცხადებაში.
მათი მონაცემით, ისა იყო “ჰამასის” მეთაური ღაზაში ალ-კასამის ბრიგადაში.