ყაზანის #175 სკოლაზე თავდამსხელს, 19 წლის ილნაზ გულიავიევს ექიმებმა ტვინის დაავადება დაუდგინეს.
ამის შესახებ ინფორმაციას თათრეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
აღინიშნება, რომ ადრე მას თავის ტკივილის ჩივილებით არაერთხელ მიუმართავს ექიმებისთვის, თუმცა, ფსიქიატრთან ან ნარკოლოგთან აღრიცხვაზე არ ყოფილა.
როგორც უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სვეტლანა პეტრენკომ განაცხადა, მისი ამჟამინდელი მდგომარეობა ხასიათდება არაადეკვატური ქცევით, რაც ამ ეტაპზე ხელს უშლის მასთან საგამოძიებო მოქმედებების სრულფასოვან ჩატარებას.
მისი თქმით, წლის დასაწყისიდან ნათესავები აღნიშნავდნენ გაზრდილ აგრესიულობასა და ფეთქებადობას მის ქცევებში.
ყაზანის გიმნაზიაში თავდასხმა 11 მაისს მოხდა, რომლის შედეგად 9 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 7 სკოლის მოსწავლეა, კიდევ 23 დაშავებული, მათგან 20 ბავშვია. ექვსის მდგომარეობა მძიმეა.
ილნაზ გალიავიევის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მასობრივი მკვლელობის მუხლით, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.