სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში საქართველოს პრემიერმინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის მოქმედმა პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრის შემდეგ, პრემიერმინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები