ღაზას სექტორში ისრაელის სარაკეტო იერიშის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 ბავშვია

ისრაელის მიერ ღაზას სექტორის მიმართულებით გაშვებული რაკეტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდეა გაზრდილი, 233 პირი დაშავდა.

ამის შესახებ Anadolu პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.

უწყების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ერთი ქალი და 10 ბავშვია.

აღინიშნება, რომ  ადგილობრივი დროით 00:30 საათიდან დილამდე კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა.

მანამდე, პალესტინაში 32 დაღუპულსა და 220 დაჭრილზე აცხადებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები