“თალიბებმა” ქაბულის სამხრეთით სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
“თალიბანმა” ქაბულის სამხრეთით მდებარე დასახლებულ პუნქტზე, სტრატეგიულად მნიშვნელოვან დასახლებაზე კონტროლი დაამყარეს.
ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, “თალიბებმა” კონტროლი დაამყარეს ვარდაკის პროვინციაში, ნირხის რაიონის რაიონულ ცენტრზე.
რაიონი მნიშვნელოვანია, რადგან ის გადის ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ, რომელიც ქაბულს აკავშირებს სამხრეთ პროვინციასთან ყანდაღართან, სადაც “თალიბები” იმყოფებიან.