ისრაელის თავდაცვის არმიის ინფორმაციით, ღაზას სექტორიდან 10 მაისიდან სულ ათასზე მეტი რაკეტაა გაშვებული.
მათივე ინფორმაციით, მათგან 850-მა ისრაელის საზრვარი გადაკვეთა, 200 მათივე ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
აღინიშნება, რომ ბოლოდროინდელი ესკალაციიდან ისრაელში 5 ადამიანია დაღუპული.
საპასუხოდ, ისრაელის არმიას მთელი ღამის განმავლობაში იერიში ჰქონდა მიტანილი ღაზას სამხედრო სამიზნეებზე, რომლის შედეგად “ჰამასის” სამი ლიდერის სახლებია დანგრეული.
ჯამურად, ღაზას სექტორში 500 სამიზნეა განადგურებული.