ღაზას სექტორში დარტყმებისთვის კიდევ ბევრი სამიზნე მუშავდება – ისრაელის თავდაცვის მინისტრი

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ბენი განცი აცხადებს, რომ ისრაელი კიდევ ბევრ სამიზნეს ამუშავებს, რომლებსაც შეიძლება ღაზას სექტორში დაარტყას.

მისი თქმით, ტერორისტული ორგანიზაციები ”სასტიკად დაზარალდნენ და კვლავ დარტყმის ქვეშ იქნებიან, რადგან მათ უგუნური გადაწყვეტილება მიიღეს ისრაელზე შეტევის სახით”.

განცმა სიმშვიდისკენ მოუწოდა არაბებსა და ებრაელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები