ისრაელის პრემიერ-მინისტრი: „ჰამასსა“ და „ისლამურ ჯიჰადს“ ისრაელზე თავდასხმები ძვირად დაუჯდება

„ჰამასსა“ და „ისლამურ ჯიჰადს“ ისრაელზე თავდასხმები ძვირად დაუჯდება, – ამის შესახებ  ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს.

„სისხლი მათ ხელზეა“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის სამხედროებმა დარტყმები განახორციელეს ღაზას სექტორში ასობით სამიზნეზე და ამ ანკლავში რეიდებს განაგრძობენ. ნეთანიაჰუ მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან ყველა უსაფრთხოების მითითება, რომელიც ხელისუფლებამ გასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები