დონალდ ტრამპი ტერორისტული დაჯგუფებების მიერ ისრაელზე თავდასხმას ეხმაურება

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ტერორისტული დაჯგუფებების მიერ ისრაელზე თავდასხმას ეხმაურება.

როგორც ტრამპი აცხადებს,  ამერიკა ყოველთვის უნდა იდგეს ისრაელის გვერდით და მკაფიოდ უნდა აცხადებდეს, რომ პალესტინელებმა უნდა შეწყვიტონ ძალადობა, ტერორი და სარაკეტო თავდასხმები და რომ აშშ ყოველთვის მტკიცედ დაუჭერს მხარს ისრაელის უფლებას თავისი თავი დაიცვას.

„როდესაც პრეზიდენტი ვიყავი, ჩვენ მშვიდობის პრეზიდენტობის სახელით ვიყავით ცნობილი, რადგან ისრაელის მოწინააღმდეგეებმა იცოდნენ, რომ აშშ მტკიცედ იდგა ისრაელის გვერდით და ისრაელზე თავდასხმას სამაგიეროს გადახდა მოჰყვებოდა. ბაიდენის პრეზიდენტობისას მსოფლიო სულ უფრო და უფრო არასტაბილური ხდება, რადგან ბაიდენის სისუსტე და ისრაელის მხარდაჭერის არარსებობა ჩვენს მოკავშირეებზე ახალ თავდასხმებს იწვევს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები