საბერძნეთის სასამართლო: მოქალაქეებს უფლება აქვთ, სახელმწიფოსგან მიიღონ კომპენსაცია ვაქცინაციით გამოწვეული ნებისმიერი ზიანისთვის

საბერძნეთის მოქალაქეებს უფლება აქვთ, სახელმწიფოსგან მიიღონ კომპენსაცია ვაქცინაციით გამოწვეული ნებისმიერი ზიანისთვის.

შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის უმაღლესმა ინსტანციამ – სახელმწიფო საბჭომ მიიღო.

კომპენსაციის მიღების მოტივი არის ის, რომ ვაქცინაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის კონტექსტში კანონიერი აქტია და შეიძლება იმის დამტკიცება, რომ მან ჯანმრთელობას ზიანი მოუტანა.

სახელმწიფო საბჭომ საკითხზე გადაწყვეტილება ერთ-ერთი დედის საჩივრის შემდეგ მიიღო, რომლის ქალიშვილი MMR II ვაქცინით აცრეს (წითელას, ყბაყურასა და წითურას საწინააღმდეგო ვაქცინა), რამაც იშვიათი გვერდითი მოვლენა გამოიწვია და გოგონა გარდაიცვალა.

”ვაქცინაციით გამოწვეული ზიანი დაზარალებულის მიერ საზოგადოების საკეთილდღეოდ გაწეული გადამეტებული მსხვერპლია ”, – განაცხადა სასამართლომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები