ქვეყნის მთავრობამ ყაზანის სკოლაში დაღუპულთა რაოდენობა დააზუსტა – 12 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა

თათრეთის პრეზიდენტის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ყაზანის #175 საჯარო სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულია 8 ადამიანი, კიდევ 20 დაშავებულია. დაღუპულთა შორის 7 ბავშვია.

დაშავებულთაგან 18 ბავშვია, მათგან 6-ის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

მომხდართან დაკავშირებით 12 მაისი თათრეთში გლოვის დღედ გამოცხადდა.

დაღუპულების ოჯახის წევრებს სამძიმრით რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მიმართა. მან სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა დაშავებულებს.

როგორც თათრეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა, ლილია გალიმოვამ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სკოლაში ორი პირი შეიჭრა, სინამდვილეს არ შეესაბამება. თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სკოლაში ორი პირი შეიჭრა, მათგან ერთ-ერთი, 17 წლის მოზარდი დაკავებულია, მეორე კი შენობის მეოთხე სართულზე სპეცოპერაციის შედეგად იქნა ლიკვიდირებული.

ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტში განაცხადეს, რომ თავდამსხმელი დაკავებულია. მისი მოქმედების მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები