ღაზას სექტორში ისრაელის სარაკეტო იერიშს 20 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 9 ბავშვია

ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის საპასუხო იერიშს 20 ადამიანი შეეწირა, მათ შორის 9 ბავშვია.

მათივე ინფორმაციით, კიდევ 65-მა პირმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. დაღუპულთა და დაშავებულთა უმეტესობა ქალაქ ბეით-ხანუნის მაცხოვრებელია, რომელიც სექტორის ჩრდილოეთ აღმოსავლეთ მხარეში მდებარეობს.

როგორც ისრაელის თავდაცვის არმიაში აცხადებენ, საპასუხი იერიშის შედეგად, მოახერხეს პალესტინელების სამხედრო ობიექტების განადგურება, ლიკვიდირებულია 8 მებრძოლი და ორი სარაკეტო დანადგარი.

აღინიშნება, რომ “ჰამასის” ლიკვიდირებულ წევრებს შორის არის სამხედრო ფრთის ლიდერი, მაჰმუმ აბდულა ფაიადი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები