ისრაელის მიმართულებით ღაზას სექტორიდან 200-ზე მეტი რაკეტაა გაშვებული – სულ მცირე, 6 პირია დაშავებული (ფოტო)

“ჰამასმა” ისრაელის მიმართულებით ღამით 200-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, საპასუხოდ, ისრაელელმა სამხედროებმა ღაზას სექტორში 140 სამხედრო სამიზნე გაანადგურეს.

ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის არმიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონათან კონრიკუსმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ღაზას სექტორიდან გაშვებული რაკეტების მესამედი მათივე ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ნაწილის მოგერიება მოხერხდა. კონრიკუსის თქმით, ისრაელმა “ჰამასისა” და “ისლამური ჯიჰადის” 15-მდე ოპერატიული ჯგუფის განადგურება შეძლო.

დღეს დილით ისრაელის თავდაცვის არმიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არმიამ სამხრეთის მიმართულებით გააძლიერა ძალები და მზად არის ნებისმიერი სცენარისთვის.

”ჰამასი” არის პასუხისმგებელი ყველა მოვლენაზე, რომლის წყაროა ღაზას სექტორი და ის პასუხს აგებს ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორისტულ ქმედებებზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, აღნიშნულია, რომ ღაზას სექტორიდან გაშვებული ერთ-ერთი რაკეტა ქალაქ აშკელონში საცხოვრებელ სახლზე ჩამოვარდა, რომლის შედეგად 6 მშვიოდობიანი მოქალაქე დაშავდა.

ღაზას სექტორიდან ისრაელზე მასიური სარაკეტო იერიშები 10 მაისს, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე ე.წ.ულტიმატუმის ამოწურვის შემდეგ დაიწყო.

გვიან ღამით ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ კონფლიქტი შესაძლოა, ცოტა ხანს გაგრძელდეს.

”ესკალაცია არ გვინდოდა, მაგრამ ვინც ეს აირჩია, ჩვენი ხელის სიმძიმეს იგრძნობს”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები