ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ინდოეთში გამოვლენილი, კორონავირუსის B. 1.617 შტამი შეაფასა, როგორც “საგანგაშო”.
Reuters-ი ორგანიზაციის წარმომადგენლის, მარია ვან კერხოვეს სიტყვებს ციტირებს, რომელიც ამბობს, რომ არსებობს მტკიცებულება იმის, რომ B. 1.617 ბევრად გადამდებია და ანტისხეულების მიმართ შესაძლოა, იყოს მდგრადი.
”ამიტომ, ჩვენ მას ვაკუთვნებთ საგანგაშო ვარიანტებში. თუმცა, ნაადრევია იმის თქმა, რომ B. 1.617 უფრო მდგრადია ვაქცინების მიმართ”, – ამბობს ორგანიზაციის წარმომადგენელი.
კვლევის წინასწარი შედეგების თანახმად, B. 1.617 უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ვირუსის სხვა ვარიანტები, რომლებიც ინდოეთში ცირკულირებენ.
ამასთან, ჯანმო- სთვის ეს მუტაცია აქამდე მხოლოდ ”ინტერესის საგანს” წარმოადგენდა.