ირაკლი ქარსელაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში, მინისტრთან ერთად, ვაქცინაცია ჩაუტარდათ მის მოადგილეებს, საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელებსა და სამინისტროს 50-მდე თანამშრომელს.