სალომე სამადაშვილი: ძალიან სწრაფად უნდა დავიწყოთ მუშაობა შესაბამის საარჩევნო საკანონმდებლო ცვლილებებზე
“შეთანხმების თანახმად, ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა დავიწყოთ მუშაობა შესაბამის საარჩევნო საკანონმდებლო ცვლილებებზე”, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, სალომე სამადაშვილმა “ლელოს” ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიებს შორის შიდა კონსულტაციები გრძელდება.
“შეთანხმების თანახმად, ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა დავიწყოთ მუშაობა შესაბამის საარჩევნო საკანონმდებლო ცვლილებებზე, ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ და ამაზე დღეს გვექნება შიდა კონსულტაციები და შემდეგ გაგრძელდება კონსულტაციები როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების თანამონაწილეობით”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.