58 დაღუპული და 150-ზე მეტი დაშავებული – ქაბულში, გოგონათა სკოლასთან მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა (ფოტო)

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, გუშინ გოგონათა სკოლასთან აფეთქება მოხდა, რომელსაც 58 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 150-ზე მეტი დაშავდა.

დაღუპულთა და დაშავებულთა უმრავლესობა გოგონები არიან.

მედიის ინფორმაციით, სკოლასთან ავტომობილი აფეთქდა, რომელზეც საარტილერიო ნაღმები იყო მიმაგრებული. აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც სკოლის მოსწავლეები შენობიდან გამოდიოდნენ. დაღუპულთა ოჯახები მომხდარში ავღანეთის ხელისუფლებას ადანაშაულებენ, ვინაიდან მათ ვერ მოუღეს ბოლო ძალადობას და ომი მაინც გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები