ანგელა მერკელი: COVID-19-ის მესამე ტალღა გერმანიაში შეჩერებულია

გერმანიაში COVID-19-ის მესამე ტალღა შეჩერებულია. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა.

„მგონი, მოვახერხეთ მესამე ტალღის შეჩერება“,- განაცხადა მერკელმა.

კანცლერი იმედს იტოვებს, რომ ქვეყანაში შეზღუდვები მალე შემსუბუქდება.

გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი გასულ კვირასთან შედარებით 2-4 ათასით შემცირდა.

ბოლო მონაცემებით, კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა გერმანიაში 3,5 მილიონს გადააჭარბა, დაღუპულთა რიცხვმა კი 84,4 ათასს მიაღწია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 15 ათასი ადამიანი დაინფიცირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები