ამირან გამყრელიძე: ვფიქრობ, მომავალ კვირაში საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება კოვიდპასპორტის ვერსია

“ვფიქრობ, მომავალ კვირაში საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება კოვიდპასპორტის ვერსია”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

„კოვიდპასორტის ელექტრონული ვერსია გუშინ ჯანდაცვის სამინისტროს წარვუდგინეთ. იქ არის მოთხოვნები, რომ ზოგიერთი საკითხი კიდევ დაზუსტდეს. ამიტომ, ჩვენი და ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების ჯგუფი ორშაბათიდან ამ საკითხებზე მუშაობას გააგრძელებენ. იურიდიული საკითხებია გადაწყვეტილი. ასევე, პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ოფისთან მუდმივ რეჟიმში კომუნიკაცია მიმდინარეობს და ვფიქრობ, მომავალ კვირაში საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება კოვიდპასპორტის ეს ვერსია, რაც შემუშავებულია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები