სოზარ სუბარი: კარგია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტთან კონსულტაციებს მართავენ და შალვას ფანჩატურიდან გამოვიდნენ

კარგია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტთან კონსულტაციებს მართავენ და შალვას ფანჩატურიდან გამოვიდნენ,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა სოზარ სუბარმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი არის დამოუკიდებელი და მას ეს არაერთხელ დაუდასტურებია.

„გუშინ რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, რომელთაგანაც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ შეეხებოდა მხოლოდ ორი. ეს იყო შინაგან საქმეთა მინისტრთან და უმრავლესობის წევრებთან – მიხეილ სარჯველაძესთან და მამუკა მდინარაძესთან. ორივე შემთხვევაში ჩვენი მიზანი იყო აგვეხსნა, რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილებები. პრეზიდენტი ვერ დავარწმუნეთ იმაში, რომ ამ გადაწყვეტილებების დაჩქარებული წესით მიღება იყო სწორი და სამართლიანი და ამაზე მან გაგვაკრიტიკა.

ეს ის თემაა, რასაც შეიძლება დავეთანხმოთ, მაგრამ სრულად გაიზიარა ხედვა, რომ ეს ცვლილებები არის აბსოლუტურად დემოკრატიული, აბსოლუტურად ჯდება სტანდარტში და არის საჭირო, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები განმეორებითი გამოხტომებისგან, დასაცავი სუბიექტები შეიძლება იყვნენ რიგითი მოქალაქეებიც და პოლიციელებიც. ეს ცვლილებები არის გაცილებით ლიბერალური, ვიდრე ყველაზე ლიბერალური კანონმდებლობაც კი, რომელიც დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობს“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები