ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 52 პირს დაუდასტურდა
გასულ 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 334 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც ინფექცია 52-ს აღმოაჩნდა.
ბოლო მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 51 ადამიანი მკურნალობს, მათგან 45-ს კორონავირუსი აქვს, სოხუმის საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 37 პაციენტი, გაგრის საავადმყოფოში – 21, ოჩამჩირეს საავადმყოფოში – 13, ტყვარჩელის საავადმყოფოშიც 5 პაციენტი მკურნალობს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 14 795 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 222 პაციენტი, 13 780 კი გამოჯანმრთელდა.