საქართველოში კოვიდ-19-ს კიდევ 18 პირი ემსხვერპლა
Stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში 18 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 320 830 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 299 500, გარდაიცვალა 4 263 პაციენტი.