ამირან გამყრელიძე: საქართველოში „სინოფარმის“ 500 ათასი დამატებითი დოზა ივნისში შემოვა

უკვე დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ჩინურ მხარესთან საქართველოს აქვს მოლაპარაკება და 500 000 დამატებითი დოზა ივნისში ორჯერადად შემოვა, – ამის შესახებ განცხადება ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

ამასთანავე გამყრელიძემ თქვა, რომ საქართველო კიდევ სხვა ვაქცინებს ელოდება, მათ შორისაა „ნოვავაქსი“, „ჯონსონი და ჯონსონი“.

მისივე თქმით, პირდაპირი მოლაპარაკებაა „ფაიზერთან“ დაახლოებით მილიონ დოზაზე.

„სინოფარმის მარაგი ამჟამად არის დაახლოებით 100 000 დოზა და უფრო და უფრო მეტი, თუ არ ვცდები 25 ათასზე მეტი ადამიანია ჩაწერილი და დაჯავშნილი აქვს ადგილები მაისის ბოლომდე. ეს 100 000 არის 50 000 ადამიანისთვის, ორჯერადი აცრისთვის.

„თუ ჩვენ ყველა სერიოზულად ვიმუშავებთ ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი სამიზნე, ანუ 60% მოზრდილი მოსახლეობის აცრა ორჯერადად, რა თქმა უნდა, ეს თეორიულადაც და პრაქტიკულადაც მიღწევადია, მაგრამ სამუშაო ძალიან დიდია“, – ამბობს ამირან გამყრელიძემ „რუსთავი2“-ის ეთერში.

ცნობისთვის, „სინოფარმმა“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები