ჯანმო-ს ექსპერტებმა „სინოვაკის“ შესახებ მწარმოებლისგან დამატებითი ინფორმაცია მოითხოვეს, რათა ვაქცინასთან დაკავშირებით რეკომენდაცია გასცენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა კიდევ ერთი ჩინური ვაქცინის „სინოვაკის“ შესახებ მწარმოებლისგან დამატებითი ინფორმაცია მოითხოვეს, რათა ამ კონკრეტულ ვაქცინასთან დაკავშირებით რეკომენდაცია გასცენ.

ამის შესახებ განცხადება ჯანმო-ს ხელმძღვანელების პრესკონფერენციაზე მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა არნოდ დიდიელორანმა გააკეთა.

„ჩვენ დავიწყეთ „სინოვაკის“ ანგარიშის შესწავლა. რეალურად, ჩვენ მწარმოებლისგან წერილობით მოვითხოვეთ დამატებითი ინფორმაცია. ჩვენ ველოდებით პასუხს. ჩვენი საქმიანობის ნაწილია მონაცემების შეფასება. ჩვენ გვქონდა მიზეზი, რომ მოგვეთხოვა დამატებითი ინფორმაცია. იმედი გვაქვს, რომ მას მალე მივიღებთ, რათა გავცეთ რეკომენდაცია ამ კონკრეტულ ვაქცინასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სინოფარმს“ გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია მიანიჭა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები