ივან ჟდანოვი: ნავალნის ანტიკორუფციული ორგანიზაცია ФБК მუშაობას საქართველოდან არ გააგრძელებს

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული ანტიკორუფციული ორგანიზაცია ФБК მუშაობას საქართველოდან გააგრძელებს, ანტიკორუფციული ფონდის დირექტორმა, ივან ჟდანოვმა  დეზინფორმაცია უწოდა.

მისივე თქმით,  ФБК-ს რამდენიმე თანამშრომელი საქართველოში უბრალოდ დასასვენებლად იმყოფება.

“საქართველოში ნამდვილად იმყოფება ФБК-ს რამდენიმე თანამშრომელი დასასვენებლად, მაგრამ ჩვენ თანამშრომლების პირად ცხოვრებას არ ვაკონტროლებთ,” – განაცხადა მან.

თანამშრომლების საქართველოში გადასვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოცემა RBC-მ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა და აღნიშნა, რომ ФБК-ს რამდენიმე წარმომადგენელი საქართველოში უკვე გადავიდა, მათ შორის გეორგი ალბუროვი, რუსლან შავედინოვი და რამდენიმე ტექნიკური პერსონალი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები