საიუბილეო საჩუქარი ქოუჩინგის სკოლის ახალ ნაკადს

„ქოუჩინგის სკოლამ პიროვნულად გამზარდა და ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გამაცნო. შევიძინე ახალი პროფესია და მქონდა ბედნიერება, მესწავლა საუკეთესო ტრენერებთან. ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო ცოდნა მივიღე. ამ სკოლის ფარგლებში, ბევრი ისეთი რამ ვისწავლე, რამაც ჩემი ხედვები შეცვალა და ახალი ცხოვრებისკენ გამიხსნა გზა.“ – ეს მარიკა შაშვიაშვილის სიტყვებია. ქოუჩინგის სკოლის კურსდამთავრებულთაგან ერთ-ერთის, რომელიც, ქოუჩის რანგში, ახალი პროფესიით, მალე პირველი ნაბიჯების გადადგმას დაიწყებს.

უკვე მესამე წელია, რაც 1-ელ მაისს ქოუჩინგის სკოლის იუბილე აღინიშნება. როგორც სკოლის დამფუძნებელი, ხათუნა მუზაშვილი განმარტავს, წლევანდელი საიუბილეო გამოშვება ის განსაკუთრებული შემთხვევაა, როდესაც ყველა მათგანი ქოუჩად მუშაობას გააგრძელებს. მისივე თქმით, წელს სკოლა განსაკუთრებულად ძლიერმა ქოუჩებმა დაამთავრეს, რომელთა მიერ ჩატარებული სესიების გამო, თავადაც ძალიან ბევრი მადლობა მიიღო.

ანა წურწუმია – ქოუჩინგის სკოლის ერთ-ერთი კურსდამთავრებული

-ქოუჩინგის სკოლამ მომცა ძალა, რომელიც გაცილებით მეტია, ვიდრე სიტყვები და ადამიანური ყოფიერება – ძალა უნიკალურობის, ძალა ანთებული გულის… აქ დავიბრუნე საკუთარი ცხოვრება, გავხდი ის, ვინც ვარ და ვინც ყოველთვის ვიყავი.

ვიყო ქოუჩინგის სკოლის კურსდამთავრებული ჩემთვის, პირველ რიგში, არის დიდი პასუხისმგებლობა, რადგან ეს ის გუნდია, რომელიც  ზრუნავს სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაზე, ადამიანების ცნობიერების ამაღლებაზე, იმაზე, რომ უფრო მეტი ადამიანი გახდეს რეალიზებული, წარმატებული და შესაბამისად, ბედნიერი. იყო ამის ნაწილი – ბედნიერებაა.

ნინო გვაზავა – ქოუჩინგის სკოლის ერთ-ერთი კურსდამთავრებული

-ბავშვობაში ბევრს ვკითხულობდი… ერთ-ერთი ჩემი გამორჩეული წიგნი გახლდათ „გრაფი მონტე კრისტო“, რომელშიც დიუმა წერს: „აჩვენე ყველას, რომ პატივს სცემ საკუთარ თავს და სხვებიც პატივს გცემენ“. მეტაფორულად რომ გითხრათ, წლების განმავლობაში, გრაფისგან განსხვავებით, საკუთარი თავის ტყვე ვიყავი. შინაგანად კი მჯეროდა, რომ თავისუფლების დღე დადგებოდა, ამიტომ სულ ვეძებდი. ქოუჩინგის სკოლამ შინაგანი ტყვეობიდან მიხსნა… რასაც უამრავი წარმატება და ბედნიერი დღეები მოჰყვა.

„ჭეშმარიტი მეგობრები ბრილიანტებივით არიან – კაშკაშა, ლამაზი, ღირებული და მუდამ მოდაში“. ქოუჩინგის სკოლა ჩემთვის სწორედ ასეთი მეგობარია, საიდანაც სითბო, სიყვარული და ფერიცვალება მიმაქვს. ასე მგონია, როგორც პატარა ბავშვი, ხელის გულზე დამისვა, სიკაშკაშით შემმოსა და ახლა წარმატების ბილიკზე სათუთად გადამსვა…. უკან რომ ვიყურები, ის ისევ ჩემთანაა, როგორც მფარველი.

თინათინ ზაქაიძე – ქოუჩინგის სკოლის ერთ-ერთი კურსდამთავრებული

ქოუჩინგის სკოლამ საკუთარი თავის რწმენა მომცა. ამ სკოლაში სწავლის განმავლობაში, ყოველდღე უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი, თუ რა მინდოდა ცხოვრებაში და საით უნდა მევლო, რათა ჩემი მიზნებისა და ოცნებების ერთგული ვყოფილიყავი. ეს ძალიან კარგი განცდაა, როცა ზუსტად იცი, ვინ ხარ და სად მიდიხარ… მიდიხარ შენი მიზნებისკენ გაუჩერებლად, საოცრად მოტივირებული და აბსოლუტურად გააზრებული.

ვაკვირდებოდი დადებით, სასურველ ცვლილებებს ჩემში, ჩემს ცხოვრებაში, ჩემ გარშემო… არა და, აქამდე დიდი ძალისხმევა მჭირდებოდა, თუნდაც, განწყობის ასამაღლებლად. ამ სკოლამ კი დამანახა, თურმე რა მარტივი ყოფილა და რომ ყველაფერი ჩვენს ხელთაა. სწავლის პროცესშივე მივხვდი, რომ მე ზუსტად იქ ვარ, სადაც ჩემი ადგილია. უზომოდ მიყვარს ჩემი პროფესია და მჯერა, რომ ძალიან ბევრ ადამიანს გავულამაზებ და გავუმარტივებ ცხოვრებას.

მე უკვე ვარ ჩემი ცხოვრების ინვესტორი და მინდა, სხვებსაც დავეხმარო მათ მიზნების მიღწევასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. ადამიანების დახმარება დაუვიწყარი გრძნობაა. ვინც ერთხელ მაინც დახმარებია ვინმეს, ამაში ყველა დამეთანხმება… და როდესაც ეს შენი პროფესიაა, ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს?!

ქოუჩინგის სკოლის ფარგლებში, ძალიან ბევრი პრაქტიკული სესია გვქონდა. არასდროს დამავიწყდება ჩემი ქოუჩინგური სესიით კმაყოფილი ადამიანების სასურველი შედეგები, სამადლობელი ზარები ან მოკლეტექსტური შეტყობინებები. არც კი ვიცი, ეს გრძნობა რას შევადარო. როცა დადებითი ემოციებით ივსები, შენს თავში გრძნობ იმ ძალას, რომელიც გგონია, რომ სამყაროსაც კი შეცვლის უკეთესობისკენ.

რაც შეეხება იმ ნაკადს, რომელიც ქოუჩინგის სკოლაში სასწავლებლად ახლა რეგისტრირდება, მათ, 3 წლის იუბილის ფარგლებში, სპეციალური საჩუქარი ელით. ხათუნა მუზაშვილის გაცხადებით, ყველასათვის ცნობილი ტელეწამყვანები სკოლის ახალ სტუდენტებს ჩაუტარებენ მასტერკლასებს – როგორ ვიპოზიციონიროთ კამერის წინ.

„როდესაც ჩვენ ქოუჩინგის სკოლა გავხსენით, ფეისბუქლაივები საერთოდ არ იყო ასეთი აქტიური. ახლა, პანდემიის პერიოდში ფეისბუქზე ლაივის ჩაწერა და ტრენინგების ონლაინ ჩატარება ერთადერთი საშუალებაა იმისა, რომ იარსებო. თუ დღეს ონლაინ სივრცეში არ არსებობ, შენი კარიერა ვერ შედგება. ამიტომ, ახლა განსაკუთრებით გაჩნდა საჭიროება, ადამიანებმა იცოდნენ, როგორ პოზიციონირდნენ კამერის წინ.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მუსიკის მაგალითზე განვიხილოთ –  თუ ადამიანს სმენა აქვს, ის აღიქვამს, რომ მელოდია უსუფთაოდაა დაკრული ან სიმღერა უსუფთაოდ ნამღერია. ზუსტად ასეთივე უსუფთაობის საშიშროება არსებობს კამერის წინ მუშაობის დროსაც. მათ, ვისაც შესაბამისი კომპეტენცია არ გააჩნია, შუძლებელია, კამერის წინ სწორად აღიქვან საკუთარი თავი. საბოლოო ჯამში კი, ეს ფეისბუქნახვებზე აისახება. ნახვები და გაზიარებები, ფაქტობრივად, წარმატების განმსაზღვრელიც კია, რადგან რაც მეტი ადამიანი გიყურებს, მით უფრო მეტ ადამიანს შეგიძლია მიაწვდინო ხმა და გაყიდო შენი პროდუქტი ან მომსახურება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ახალი ნაკადისთვის საჩუქრად ეს მასტერკლასები დაგვემატებინა. ადამიანები, რომლებიც 10 მაისს ქოუჩინგის სკოლაში დაიწყებენ სწავლას, ერთი ნაბიჯით წინ იქნებიან მათზე, ვინც ჯერ კიდევ არ იცის, რომ კამერის წინ მუშაობა ძალიან სერიოზული საკითხია.“ – აღნიშნავს ხათუნა მუზაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები