საუდის არაბეთში აუცრელ თანამშრომლებს სამსახურში არ დაუშვებენ

საუდის არაბეთში კორონავირუსისგან აუცრელ ადამიანებს სამსახურში გასვლა ეკრძალებათ. ასეთი განკარგულება ქვეყნის ხელისუფლებამ გასცა.

დოკუმენტში განმარტებულია, რომ “კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება იქნება სამსახურში თანამშრომლის ყოფნის აუცილებელი პირობა ყველა სექტორისთვის, როგორც სახელმწიფო,  ისე – კერძო და საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის”.

ამჟამად, სამეფოს მოქალაქეებმა ვაქცინის 10 მილიონზე მეტი დოზა მეტი მიიღეს.

ქვეყანაში, დაახლოებით, 34 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები