ჩინური უმართავი რაკეტის ფოტო გავრცელდა

იტალიელმა ასტრონომებმა Virtual Telescope Project-მა უმართავი ჩინური რაკეტის პირველი ფოტო გამოაქვეყნეს.

ამის შესახებ პროექტის ვებ-გვერდზეა ნათქვამი.

ფოტოს გადაღების მომენტში მძიმე გამშვები-რაკეტა 700 კილომეტრის სიმაღლეზე იყო. ის მანათობელივით გამოიყურებოდა.

როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ,  მიუხედავად იმისა, რომ მზის მდებარეობა ჰორიზონტზე რამდენიმე გრადუსით დაბალი იყო, ცა ძალიან კაშკაშა იყო.

18-ტონიანი რაკეტის სიგრძე 30 მეტრი და სიგანე ხუთი მეტრია.

აპარატი წამში 6.4 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობს და დედამიწის გარშემო ორ საათზე ნაკლებ დროში ახდენს ერთ ბრუნვას. სავარაუდოდ, რაკეტა დედამიწას 8 – 10 მაისს დაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები