გერმანიამ მოზრდილებისთვის AstraZeneca-ს ვაქცინასთან წვდომა დაუშვა

 

გერმანიაში 18 წელს ზემოთ პირებისთვის AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება ისევ დაუშვეს.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა განაცხადა.

მისი თქმით, დაავადების ისტორიის მიუხედავად, ვაქცინა ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

”დღეს შევთანხმდით AstraZeneca-ს ვაქცინის პრიორიტეტის სრულად მოხსნაზე – ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ვაქცინაცია ტარდება ექიმების კაბინეტებში, ისინი საკუთარი შეხედულებისამებრ წყვეტენ, ვინ და როდის აიცრას,” – თქვა მან და დასძინა, რომ ვაქცინის შეყვანა მხოლოდ მას შემდეგ უნდა მოხდეს, რაც პაციენტი რისკების შესახებ იქნება ინფორმირებული და მის მიერ ინდივიდუალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

ამიერიდან, გერმანიაში ექიმებს ასევე შეეძლებათ, გადაწყვიტონ, რამდენ ხანს უნდა დაელოდოს პაციენტი მეორე დოზის მიღებას. “ასტრაზენეკას” შემთხვევაში ინტერვალი შესაძლოა, მერყეობდეს 4-დან 12 თვემდე.

გერმანიაში AstraZeneca- ს ვაქცინამ პოპულარობა წლის დასაწყისში მას შემდეგ, რაც ზოგიერთ პაციენტს თრომბი წარმოექმნა და ჯანდაცვის უწყებამ გასცა რეკომენდანცია, რომ პრეპერატით ინექცია მხოლოდ 60 წელს ზემოთ ადამიანებს გაუკეთდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები