“ჯერ ჩვილი, რამდენიმე დღეში კი დედაც გარდაიცვალა” – რას ამბობს ექიმი კორონავირუსით დაავადებული ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებაზე

ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრში ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა. ვერ მოხერხდა ვერც ნაყოფის გადარჩენა.

მომხდართან დაკავშირებით „პრაიმტაიმთან“ კლინიკის ექიმმა, ალექს ვაჩაძემ პირველი კომენტარი გააკეთა.

„რამდენიმე დღის ინტერვალით ჯერ ჩვილი გარდაიცვალა, რომელიც იყო დღენაკლი. ძალიან დაბალი წონით გაჩნდა, თან იყო კორონავირუსით ინფიცირებული დედის გაჩენილი, რაც იწვევს, ზოგადად, ფილტვების განვითარების პრობლემას. გაჩნდა საკეისრო კვეთით, საოპერაციოშივე გადავიყვანეთ ხელოვნურ სუნთქვაზე. ქალბატონი 34 წლის იყო.

როდესაც დედა კლინიკაში შემოიყვანეს, ჰქონდა სუნთქვის სერიოზული უკმარისობა, შემდეგ გაუუარესდა მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, გახდა ხელოვნურ სუნთქვაზე გადასაყვანი. შემდეგ უკვე რეანიმაციაში ბავშვს მუცლადყოფნისას მონიტორზე აღმოაჩნდა სიცოცხლისთვის საშიში ცვლილებები და, ამიტომ, იძულებულნი გავხდით, გაგვეკეთებინა ოპერაცია.

პაციენტი კლინიკაში 19 აპრილს შემოიყვანეს, თავიდანვე იყო ჟანგბადდამოკიდებული. თავიდან დაწვა სამეანო კოვიდ განყოფილებაში, 22-ში კი ისე ცუდად გახდა, საჭირო გახდა ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაყვანა და გადავიდა რეანიმაციაში“, – აცხადებს ექიმი.

წყარო: primetime.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები