ალექსანდრე ლუკაშენკო: საკუთარი ვაქცინა გვაქვს
ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ბელორუსმა კორონავირუსის საწინააღმდეგო საკუთარი ვაქცინა შექმნა.
“გუშინ სინჯარაში ვაქცინა მივიღეთ – ბელორუსული ვაქცინა. ის სხვანაირია, განსხვავებულია იმისგან, რასაც დღეს ვყიდულობთ. როგორც ექიმები უწოდებენ მან, “ცოცხალი ვაქცინა” მივიღეთ”, – ციტირებს ლუკაშენკოს “სპუტნიკ Belarus-ი”.
პირველ აპრილს ლუკაშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას 2021-2023 წლებში ბელორუსული ვაქცინის შექმნის შესახებ.