ბერლინში მოთოვა

ბერლინში თოვს, ამინდის გაუმჯობესება შემდეგი კვირიდან არის მოსალოდნელი.

მედიის ინფორმაციით, გერმანიის დედაქალაქში დილიდან წვიმდა, თუმცა, ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 11:00-ზე დაიწყო თოვა.

მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ წლევანდელი აპრილი გერმანიისთვის ყველაზე ცივი გახდა. ჰაერის ტემპერატურა ჩვეულებრივი 1,3 გრადუსით ნაკლები იყო და 6 გრადუსს შეადგენდა.

ამასთანავე, მეცნიერები ამბობენ, რომ უკვე 10 მაისიდან 28 გრადუსამდე დათბება. დღეს კი ჰაერი მხოლოდ 9 გრადუსამდე დათბება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები