სოფელ კაპანახჩში სარწყავი არხი იწმინდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.

ქვემო ქართლში მტკვარი-ჯანდარის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ კაპანახჩის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და დანალექი გრუნტისაგან მაგისტრალის ერთ-ერთი წყალგამანაწილებელი არხი იწმინდება. ჩატარებული სამუშოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც 250 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმს გააუმჯობესებს. სამუშაოებს კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს და დასრულების ეტაპზეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები