კულინარიის აკადემიის ლექტორი, რუსო გოგოლაძე კორონავირუსით გარდაიცვალა
კორონავირუსს საქართველოს კულინარიის აკადემიის ლექტორის, რუსო გოგოლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამის შესახებ ინფორმაციას აკადემიის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“კულინარიის აკადემიის ლექტორი, რუსო გოგოლაძე კოვიდით გარდაიცვალა. ფასდაუდებელია მისი წვლილი კულინარიის აკადემიის განვითარებაში. მუდამ მისი მადლიერები ვიქნებით და მისი ხსოვნა ჩვენთან დარჩება”, – ნათქვამია განცხადებაში.