“მეგობრები იყვნენ, უერთმანეთოდ პურს არ ჭამდნენ” – ახალსოფელში მამაკაცი დაჭრეს

“ეგენი იყვნენ მეგობრები, უერთმანეთოდ პურს არ ჭამდნენ, რაზე მოხდა, არ ვიცი”, – ასე ეხმაურება ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მცხოვრები სოფელში ცოტა ხნის წინ მომხდარ დაჭრას.

ცნობილი ხდება, რომ 50 წლამდე ასაკის მამაკაცი თანასოფლელმა დაჭრა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ცეცხლნასროლი ჭრილობები ფეხის არეში აქვს მიყენებული.

ადგილობრივების ინფორმაციით, სროლას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. კონფლიქტის რეალური მიზეზი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილას პოლიცია და ექსპერტები არიან მობილიზებული.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 19/108 და 236 მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები