ბეჟან წაქაძის ბიურო დამწყებ, მცირე და საშუალო მეწარმეებს ტრენინგ-კურსზე იწვევს

დეპუტატ ბეჟან წაქაძის ბიურო „მეწარმეობის მხარდაჭერის” ფარგლებში, დამწყებ, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ბიზნეს ტრენინგებში მონაწილეობის მისაღებად იწვევს. ინფორმაციას დეპუტატის ბიუროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, იგეგმება 100 მეწარმის გადამზადება. ტრენინგში მონაწილეობა ზესტაფონის, ბაღდათის, ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მცირე და საშუალო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეუძლიათ. მონაწილეებს საშუალება ექნებათ დაესწრონ როგორც ერთ, ასევე, რამდენიმე სასწავლო მოდულს. სასწავლო კურსი უფასოა. მონაწილეები ტრენინგის სალექციო მასალასაც უსასყიდლოდ მიიღებენ. თითოეული მოდულის დასრულების შემდეგ ტარდება შემაჯამებელი ტესტირება და გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატები.

დეპუტატ ბეჟან წაქაძისთვის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია სამეწარმეო განათლების მიმართულებით გარკვეული აქტივობების განხორციელება.

“ეს არის საზოგადოებრივი პროექტი, სადაც მონაწილეებს საშუალება აქვთ გაიარონ პროფესიული მომზადება/ გადამზადება ისეთ აქტუალურ მიმართულებებში, როგორიც არის საბუღალტრო აღრიცხვა, სახელმწიფო შესყიდვები და საგადასახდო კანონმდებლობა.

ვფიქრობ, აღნიშნული ტრენინგები და სემინარების გავლით ბიზნესსექტორში მოღვაწე პირებს გავუმარტივებთ საქმიანობას იმ გარემოში, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია”,- განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

პროექტის ჯამური ღირებულება 25 000 ლარს შეადგენს, რაც სრულად დაფინანსებულია დაპუტატის მიერ და შერჩეული კანდიდატები უფასოდ შეძლებენ ტრენინგ-კურსების გავლას.

ტრენინგები “ევროპის აკადემიური ცენტრის” ორგანიზებით 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდება. ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაციისთვის უნდა მიმართონ დეპუტატ ბეჟან წაქაძის ბიუროს, ან გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია: https://docs.google.com/forms/d/1YkjyGXjYtDQ2bZLZx-bvUZcCFc_CD8K5cGkRyhkXepQ/edit

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 მაისი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები