სამტრედიაში იუსტიციის სახლი შენდება

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, თავაძის ქუჩაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
იუსტიციის სახლის საშუალებით ადამიანები შეძლებენ ერთ სივრცეში, “ერთი ფანჯრის პრინციპით” მიიღონ საჭირო მომსახურეობა.

სამშენებლო სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი – ვალერი ფოცხვერია ადგილზე გაეცნო.

მერიის ცნობით, პროექტის ღირებულება 3 500 000 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები