სარფში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, გ.ფ.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 293.69 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 33744 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, – ღნიშნულია ინფორმაციაში.