ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ბლოგერი 40-დღიანი შიმშილობის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს

გუდაუთის რაიონის სოფელ ანუხვაში რუსი ბლოგერი, ვიტალი ვიგრანოვსკი, სავარაუდოდ, 40-დღიანი შიმშილობის შემდეგ მიტოვებულ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც ადგილობრივი მედია აღნიშნავს, ბლოგერი YouTube არხზე ამტკიცებდა, რომ გეგმავს, საკვებისა და წყლის გარეშე 40 დღე გაძლოს. საკუთარი ექსპერიმენტი მამაკაცმა მოსკოვში მარტში დაიწყო. მეათე დღეს ის ცუდად გახდა, მას “ქალაქის გარემო აღიზიანებდა”, ამიტომ, ექსპერიმენტის გასაგრძელებლად აფხაზეთში ჩასვლა გადაწყვიტა.

როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, მეოცე დღეს “სრული განწმენდა” იგრძნო. ამასთან, აღნიშნა, რომ წონაში ძალიან დაიკლო და ფიზიკური აქტივობისთვის ძალა აღარ აქვს.

ვიგრანოვსკიმ ცდები 35-ე დღესაც გააგრძელა მიუხედავად იმისა, რომ გრძნობდა “სიკვდილისპირა მდგომარეობას”.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიგრანოვსკი “მშრალი შიმშილიდან გამოსვლის დროს გარდაიცვალა”.

როგორც ცოტა ხნის წინ კი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრის თანაშემწემ განაცხადა, ახალი ათონის პოლიციის განყოფილებაში ჩატარებული ექსპერტიზით დგინდება, რომ მამაკაცს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები