ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსული ვაქცინით მოსახლეობის აცრა დაიწყო
ე.წ. სამხრეთ ოსეთში დღეს მოსახლეობის აცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით – “სპუტნიკV”-თი დაიწყო.
ამის შესახებ ბიბილოვის ე.წ. პრესსამსახურის უფროსმა, დინა გასიევამ განაცხადა.
ე.წ. რესპუბლიკამ რუსული ვაქცინა, ოკუპირებული აფხაზეთის მსგავსად, 30 აპრილს მიიღო. თუმცა, ცხინვალისგან განსხვავებით, სოხუმში მოსახლეობის აცრას მაისის დღესასწაულების დასრულების შემდეგ დაიწყებენ.