კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 384, აჭარაში – 106
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 788 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 384 შემთხვევა, აჭარაში – 106, იმერეთში – 64, ქვემო ქართლში – 43, შიდა ქართლში – 30, გურიაში – 17, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 76, კახეთში – 40, მცხეთა-მთიანეთში – 13, სამცხე-ჯავახეთში – 14, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 075, საიდანაც: 4 209 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 376, აჭარაში – 469, იმერეთში – 424. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 811 პირი, მათ შორის, თბილისში – 398, აჭარაში – 87, იმერეთში -102. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 149 პირი, მათგან თბილისში – 93, აჭარაში – 11, იმერეთში – 9. 788 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 458 – თბილისში, 303 – აჭარაში. 9 078 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.