წვიმა, ელჭექი, სეტყვა – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 4 მაისს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში 5 მაისის დილამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 6 მაისის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები